ართურ მელო: "ძალიან რთული 3 ქულა მოვიპოვეთ"

24-10-2019, 01:47

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ართურ მელო, "სლავია პრაღას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"სიმართლე გითხრათ, მეტოქისგან ასეთ წინააღმდეგობას ნამდვილად არ მოველოდით, ისინი შექებას იმსახურებენ, მათ ბოლომდე იბრძოლეს და მოედანზე არაფერი დაგვითმეს."

"რაც მთავარია, ურთულესი 3 ქულა მოვიპოვეთ და ახლა უკვე ჯგუფის სათავეში ვართ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:2.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით