იურგენ კლოპი: "გენკმა" კარგად იბრძოლა"

24-10-2019, 11:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, ბელგიური "გენკის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"მინდა უპირველეს ყოვლისა, ბელგიელთა მიმართ ჩემი სიმპათია გამოვხატო, მათ შესანიშნავად იასპარეზეს და მართალია ამას შედეგი არ ასახავს, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს."

"რაც შეეხება ჩვენ, დამაჯერებლად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა არ დაგვიშვია, თუმცა გაუმჯობესება მაინც შეგვიძლია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:4.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით