რამოსი გადასახადების დამალვისთვის დააჯარიმეს

24-10-2019, 15:53

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი გადასახადების დამალვისთვის დააჯარიმეს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი 2012-დან 2014 წლამდე გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით რეალურ შემოსავლებს მალავდა.

წყაროს ცნობით, საგადასახადო სააგენტომ რამოსის შემთხვევა სრულად გამოიკვლია და მას 1 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით