"მანჩესტერი" "ბარსელონას" მცველით დაინტერესდა

24-10-2019, 19:12

დღეს პრესაში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნატედი" კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" მომავალი წლის ზაფხულის სატრანსერო ფანჯრის დროს ცენტრალური დაცვის ხაზის გაძლიერებას სამუელ უმტიტის დამატებით ეცდებიან.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელიც უკმაყოფილოა არსებული სათამაშო დროით, რის გამოც შესაძლოა კლუბი დატოვოს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სამულ უმტიტის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით