"იუვენტუსმა" გადაწყვეტილება მიიღო

24-10-2019, 22:27

როგორც გავლენიანი იუტალიური  გამოცემა Calciomercato იტყობინება, ტურინის "იუვენტუსმა" ნ'გოლო კანტეს შეძენა გადაიფიქრა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, მაურიციო სარი, ფრანგი ნახევარმცველის დიდი გულშემატკივარია, იუვენტუსი კანტეს სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. 

28 წლის ნახევარმცველი ლონდონის ჩელსის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მას შემდეგ მან არისტოკრატების მაისურით 148 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით