მაგუაირი: "მანჩესტერს" პრობლემების აღმოფხვრაში დავეხმარები"

24-10-2019, 22:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაირიმ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი დიდი გუნდის ნაწილი ვარ. მინდა, რომ "მანჩესტერში" დიდხანს დავრჩე და გუნდს იმ დაშორების აღმოფხვრაში დავეხმარო, რაც "სიტისთან" და "ლივერპულთან" აქვს.

"როდესაც აქ გადმოდიხარ, ცხადია, გსურს, რომ დიდ მატჩებში ითამაშო. ევროტურნირებზე თამაში გამოწვევაა და ეს ძალიან მინდოდა. ამ გუნდს სწორედ ამიტომ შევუერთდი", - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს Goal-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით