ტერ შტეგენი: "ასე თამაში ჩვენი მიზანი არ იყო"

24-10-2019, 20:17

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შემდეგ "ბარსელონას" კიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არ გვითამაშია ისე, როგორც გვინდოდა, რომ გვეთამაშა. გაგვიმართლა და 3 ქულა ავიღეთ. შესაძლოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანიც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცებზე უნდა ვისაუბროთ".

"საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ და დავინახავთ, რა არის შესაცვლელი. ცხადია, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს გუნდის შიდა სამზარეულოა",  - განაცხადა გერმანელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით