"რეალმა" კურტუას შემცვლელი ლა ლიგაში იპოვა

24-10-2019, 23:23

როგორც მოგეხსენებათ, "რეალის" ბელგიელ მეკარეს ტიბო კურტუას კარგი სეზონი არ აქვს, ბევრ შეცდომა უშვებს და კარის მშრალად შენახვას იშვიათად ახერხებს. "სამეფო კლუბში" უკვე მისი შემცვლელის შეძენაზე ფიქრობენ.

ესპანური პრესა წერს, რომ კურტუას შემცვლელს რეალმა ლა ლიგაში მიაგნო - მადრიდელებს ბილბაოს ატლეტიკის მეკარის, უნაი სიმონის შეძენა სურთ. 22 წლის მეკარე კარგ ფორმაშია. ლა ლიგის 8-მატჩიდან 4 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და რამდენიმე დასამახსოვრებელი "სეივი" შემოგვთავაზა.

ბილბაოს სიმონის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევრო აქვს მითითებული. სავარაუდოდ, რეალი ბილბაოს მეკარის დამატებას ზამთარშივე შეეცდება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბილბაომ ლონდონის ჩელსიში კეპა არისაბალაგა 79 მილიონ ევროდ გაყიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით