სამწუხარო ამბავი, რა ინფორმაცია ვრცელდება გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ

24-10-2019, 23:37

დღეს უეფას ევროპის ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "გენტმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ბელგიური გამოცემები ვარაუდობდნენ, რომ ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჩაკვეტაძე სწორედ დღეს შეძლებდა დაბრუნებას, თუმცა, ასე არ მოხდა.

"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა მიიჩნია, რომ 20 წლის ნახევარმცველი ჯერ-ჯერობით სრულად არაა გამოჯანმრთელებული და ის განაცხადს მიღმა დატოვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ქვილითაიამ, რომელიც 73-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. 3 ტურის შემდეგ "გენტს" 5 ქულა აქვს და "ვოლფსბურგთან" ერთად ჯგუფის ლიდერია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით