ლიონელ მესისა და ერნესტო ვალვერდეს შორის დაპირისპირებაა ?!

25-10-2019, 02:01

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესისა და მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს შორის, კონფლიქტია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელსა და სპეციალისტს შორის ურთიერთობა მერსესაიდულ "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ თანდათანობით გაუარესდა.

ცნობების მიხედვით, "სლავია პრაღასთან" გამართულ მატჩში, მესიმ მეტოქის მიერ გოლის გატანის შემდეგ, ვალვერდეს გახედა და გარკვეული პერიოდი დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:2.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით