"ბაიერნი" კოუტინიოს არ გამოისყიდის !

25-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი", ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს გამოსყიდვას არ გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიულ გრანდს, კატალონიის "ბარსელონას" მიერ დასახელებული ღირებულება, 27 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობების ზუსტ შეფასებად არ მიაჩნია.

ცნობების მიხედვით, "ბაიერნი" კოუტინიოს სანაცვლოდ, კრისტიან ერიქსენის შეძენას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირება ახლა ყველაზე მეტად, მერსესაიდულ "ლივერპულს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით