ჩაკვეტაძემ "გენტთან" გაახანგრძლივა

25-10-2019, 14:21

გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. 

hln.be-ს ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა ბელგიური კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ "ანდერლეხტთან" მატჩში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

ამჟამად, გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მის მოედანზე დაბრუნებას იანვარში ელოდებიან. 

ჩაკვეტაძე "გენტში" 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის და ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით