კიელინი: "იუვანტუსში" ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ტრეზეგე, კამორანეზი და ნედვედი იყვნენ"

25-10-2019, 14:47

"იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ მედიის წარმომადგენლებთან თანაგუნდელ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.

"პაულო ოქროს ბიჭია, რომელიც ჩვენ თვალწინ გაიზარდა. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ყველაფერზე მისი თამაში მეტყველებს".

"მიმაჩნია, რომ გასული სეზონი დიბალასთვის წარუმატებელი იყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რისი გაკეთება შეუძლია მას. პაულო ცენტრალურ თავდამსხმელად რომ თამაშობდეს, სეზონში 20 გოლს გაიტანდა. ნახევარდაცვაში თამაშის შემთხვევაში კი 5 გოლს გაიტანს და ამაში ცუდი არაფერია".

"დიბალა ზრდას განაგრძობს მას გუნდიდან წასვლის საშუალება ჰქონდა, მაგრამ დარჩენა გადაწყვიტა. არ გამიკვირდება თუ არგენტინელი "იუვენტუსში" ისეთივე წარმატებული იქნება, როგორებიც ტრეზეგე, კამორანეზი და ნედვედი იყვნენ", - განაცხადა კიელინიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით