სოლსკიაერი: "მისი დაბრუნება სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის"

25-10-2019, 20:53

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ენტონი მარსიალის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"სამწუხაროდ, იმდენ შანსს ვერ ვქმნით, რამდენსაც გვინდა რომ ვქმნიდეთ და იმდენი გოლი ვერ გაგვაქვს, რამდენიც გვინდა, რომ გაგვქონდეს".

"ახლა მარსიალი დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნების შემდეგ უფრო გავძლიერდებით და სიტუაცია გამოსწორდება".

"შემდეგ მატჩს "ნორვიჩთან" ვმართავთ და ვიმედოვნებ, რომ მათ შევაჩერებთ, რადგან ქეროუ როუდზე თამაში ყოველთვის რთულია",- განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით