ნიკოლას პეპე: "ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ველოდი"

25-10-2019, 19:09

ევროპა ლიგის  მორიგ ტურში "ვიტორიასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "არსენალის" თავდამსხმელმა ნიკოლას პეპემ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ "არსენალში" თამაში რთული იქნებოდა. პრემიერლიგა ლიგა 1-სგან რადიკალურად განსხვავდება".
 
"ვიცოდი, რომ ადაპტაცია მალე უნდა გამევლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი. რთული სტარტი მქონდა, მაგრამ მიხარია, რომ მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობას ვგრძნობდი".

"ახლა იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ ვარ, რადგან პრესეზონი არ მქონია. ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე გამოვდიოდი, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ადაპტაციის პროცესი სწრაფად დასრულდეს", - განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მატჩში დუბლი პეპემ გაიფრომა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით