რივალდო: "წარმატების მისაღწევად მან "პსჟ" უნდა დატოვოს"

25-10-2019, 19:41

ვეტერანმა  ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ კილიან მბაპეს შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"პსჟ-ს პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მბაპემ მომავალში ეს გუნდი უნდა დატოვოს და ესპანეთში ან ინგლისში გადავიდეს, რომ დაადასტუროს მესის და რონალდუს მემკვიდრეობა".

"საუკეთესო ფეხბურთელებმა საუკეთესო ჩემპიონატებში უნდა ითამაშონ. ეჭვგარეშეა, რომ მბაპეს აქვს თვისებები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და თავისი ნიჭის განვითარებას ლა ლიგაში ან პრემიერლიგაში კარგად მოახერხებს. ლიგა 1 აშკარად განსხვავებული დონისაა, ამ ორ ჩემპიონატზე დაბალი დონის", - განაცხადა რივალდომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით