რონალდო "ლეჩესთან" განაცხადში ვერ მოხვდა

25-10-2019, 21:22

ტურინის "იუვენტუსი" "ლეჩესთან" გასამართ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება.

"ბებერ სინიორას" აპუილაში გუნდის ლიდერი, კრისტიანო რონალდო ვერ მიჰყვება. მაურიციო სარიმ 34 წლის თავდამსხმელი განაცხადს მიღმა დატოვა.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრავმა არ აქვს, თუმცა, მას უბრალოდ დასვენების საშუალება მიეცა.

შეგახსენებთ, რომ "ლეჩესა" და "იუვენტუსს" შორის მე-9 ტურის შეხვედრა ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით