ზინჩენკო ტრავმირებულია !

26-10-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" უკრაინელი მარცხენა მცველი, ალექსანდრ ზინჩენკო ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება, უკრაინაში ყოფნისას, სანაკრებო შესვენების დროს მიიღო, რის შედეგადაც მანჩესტერში დაბრუნება მოუწია.

ცნობების მიხედვით, ალექსანდრმა მუხლზე ოპერაცია უკვე გაიკეთა, რის გამოც დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ პოზიციაზე ზინჩენკოს, ფრანგი ფეხბურთელი, ბენჟამინ მენდი ჩაანაცვლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით