იგუაინი სავაადმყოფოში გადაიყვანეს

26-10-2019, 19:39

როგორც Football Italia იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი "ლაჩესთან" მატჩის  შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგახსენებთ, 31 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის მძიმე ტრავმა 83-ე წუთზე მეტოქე გუნდის მეკარესთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ექიმებმა იგუაინს პირველადი დახმარება სტადიონზევე აღმოუჩინეს და მან თამაში გააგრძელა.

წყაროს ცნობით, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, იგუაინი შეუძლოდ გახდა და დამატებითი გამოკვლევებისთვის, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე, ფეხბურთელის ჯანმრთლობის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით