მალდინი: "იბრა სერია ა-ში? ის ჩემს ადგილას ყოფნას ვერ შეეგუებოდა"

26-10-2019, 19:13

იტალიური "მილანის" დირექტორმა, ლოეგენდალურმა პაოლო მალდინიმ სერია ა-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება ბევრი მიზეზით საოცნებო იქნებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მას ცოტათი ეშინია, რადგან ისეთივე დომინანტი ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო".

"მახსოვს, კარლო ანჩელოტიმ დერბის წინ სათადარიგოთა სკამზე დამტოვა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ასეთ სეზონს ვერ შევეგუებოდი. არ ვიცი, იბრა დათანხმდება თუ არა მსგავს რამეს", -  განაცხადა იტალიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით