კლოპი: "სეზონის დასაწყისში ამას ვერც ვიფიქრებდი"

26-10-2019, 17:33

"ლივერპულის"  თავკაცმა იურგენ კლოპმა Sky Sports-სთან ინტერვიუში პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე სეზონის დაწყებამდე წარმოვიდგენდით".

"თუმცა, ყველაზე რთული პერიოდი წინ გველის - ნოემბერი, დეკემბერი, ეს სიგიჟეა. გარკვეულ მომენტებში იღბალი დაგვჭირდება. ჩვენ მხოლოდ ბრძოლა შეგვიძლია, არანაირი გარანტიები არ არსებობს", - განაცხადა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, მერსისაიდელები პრემიერლიგას 9 ტურის შემდეგ 25 ქულით ლიდერობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით