ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს

26-10-2019, 22:46

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

"დიდი ხნის მანძილზე არ ვფიქრობდი მწვრთნელობაზე, რადგან, მსურდა მთელი ჩემი კონცენტრაცია მხოლოდ აქტიურ კარიერაზე ყოფილიყო მიმართული."

"ახლა, უკვე ნელ-ნელა იმ ასაკში შევდივარ, როდესაც მომავალზე უნდა ვიფიქრო. სულ მალე კარიერას დავასრულებ და შემდგომ ვეცდები, რომ სამწვრთნელო კარიერაში ვცადო ბედი." - აცხადებს ინიესტა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველი ამჟამად იაპონური "ვისელ კობის" ღირსებას იცავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით