მბაპესთვის ბრძოლაში "იუვენტუსიც" ჩაერთო

26-10-2019, 22:49

მადრიდის "რეალი" რომ "პსჟს" ახალგაზრდა ლიდერის, კილიან მბაპეს შეძენას ცდილობს, ეს ამბავი არახალია.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "სამეფო კლუბის" კონკურენტი ტურინის "იუვენტუსი" იქნება.

წყაროს ცნობით, "ბებერი სინიორა" მომავალ ზაფხულს დიდი ფულის დახარჯვას გეგმავს. ციფრი 300 მილიონ ევროს აღემატება და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ მბაპე იქნება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფორვარდი "პსჟს" ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით