კლოპი: "პრემიერლიგის ტიტულზე არ ვოცნებობ"

26-10-2019, 22:55

მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, პრემიერლიგის ტიტულზე არ ვოცნებობ. ასევე არ ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე და შედეგს მივაღწიეთ."

"ამჟამად პრემიერლიგის ცხრილში ისეთ პოზიციაზე ვართ, რომელზეც სეზონის სტარტზე ვერც კი ვიფიქრებდი. მთავარია, პროგრესი არ შევწყვიტოთ." - აცხადებს კლოპი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 9 ტურის შემდგომ "ლივერპულს" 8 მოგება და 1 ფრე აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით