მესიმ ოცნების კლუბი დაასახელა

27-10-2019, 15:51

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ სიაუბრა.

"აქედან წასვლა არ მსურს, მიზეზი არ მაქვს "ბარსელონას" დასატოვებლად. თუმცა, მაქვს ოცნება, რომ "ნიუელსში" ვითამაშო".

"მაგრამ არ ვიცი თუ შეიძლება ეს მოხერხდეს. ოჯახი მყავს და ეს პრიორიტეტია, ვნახოთ. სიმართლე ისაა, რომ სამი შვილი მყავს და ვცხოვრობ იმ ადგილას, რომელმაც ყველაფერი მომცა. ღმერთის წყალობით მშვიდად ვარ და შემიძლია შვილებს მშვენიერი მომავალი შევუქმნა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არგენტინაში თამაშის სურვილი".

"ტიაგო ყველაზე უფროსია და უკვე მეგობრები ჰყავს. როდესაც წასვლაზე ვესაუბრები, ბრაზდება, ხოლო როდესაც ერთი თვით არგენტინაში მივდივართ, ბარსელონაში დაბრუნება უნდა",- განაცხადა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით