გვარდიოლა: "თამაშის ძალიან დაბალი ხარისხი ვაჩვენეთ"

27-10-2019, 14:17

"ასტონ ვილასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ამ ეტაპზე არ მაინტერესებს, რა ხდება სატურნირო ცხრილში. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხია".

"თუ ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველ ტაიმში, გასავარდნ ზონაში ვიქნებით, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც მეორე ნახევარში - ყველაფერი კარგად იქნება. მეორე ტაიმის დებიუტშივე გატანილი გოლი ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ აუცილებელია, რომ 90 წუთი ვითამაშოთ და არა - 45", - განაცხადა ესპანელმა.

ამ დროისთვის "მანჩესტერ სიტის" 22 ქულა აქვს და პირველადგილოსან "ლივერპულს" 3 ქულით ჩამორჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით