კრაუჩი: "ლივერპული" ფირმინოს წყალობით მუშაობს"

27-10-2019, 14:38

"ლივერპულის" ექსთავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა რობერტო ფირმინოს გარჯა შეაფასა.

"ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ფირმინოს გვერდით მეთამაშა. ძალიან დიდ პატივს ვცემ მანეს, თუმცა თავდამსხმელის გადმოსახედიდან ფირმინო საოცნებო პარტნიორია".

"არ მიყვარს "ცრუ ცხრიანის" სტატუსი, მე ვიყავი ნამდვილი ცხრიანი და ამით ვამაყობ! თუმცა ფირმინო ამ პოზიციაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე სხვა რომელიმე. სალაჰისა და მანეს წარმატების მიზეზი სწორედ ეს ფეხბურთელია".

"ფირმინო "ოქროს ბურთზეა" ნომინირებული და ამას სრულად იმსახურებს. ახლახან მოვისმინე სიტყვები, რომლებიც ძალიან მომეწონა: 'თუ მატჩს ადევნებ თვალს, ფირმინოს ვერ დაინახავ. მაგრამ თუ ფირმინოს უყურებ – მატჩს ხედავ. პოეზიაა".

"ფირმინო არის ფეხბურთელი, რომლის წყალობითაც "ლივერპულის" სისტემა მუშაობს. ის გენიოსია",– აცხადებს კრაუჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით