კარაგერი: "მანჩესტერს" მატჩში ერთზე მეტი გოლის გატანა არ შეუძლია"

27-10-2019, 16:14

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა და საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულში ვერ შევა. ჩემი გადმოსახედიდან ეს კლუბი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ექვსეულის მიღმა დარჩენის, რაშიც დიდი წვლილი "ლესტერის" კარგ ფორმას მიუძღვის".

"ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მატჩში ერთზე მეტი გოლის გატანას ვერ ახერხებენ", – აცხადებს კარაგერი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მატებაა. ჩოგბურთელის ახალი სიყვარული ფოტოს აქვეყნებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით