რაკიტიჩი "ბარსელონას" დატოვებასთან ახლოსაა

27-10-2019, 21:58

კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, დიდი ალბათობით, სულ მალე კლუბს გამოიცვლის.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველის შეძენით მილანის "ინტერი" არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, "ნერაძურიმ" რაკიტიჩისადმი ინტერესი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გამოთქვა. ახლა კი, მას შემდგომ, რაც ხორვატს გუნდში სათამაშო დრო შეუმცირდა, მილანში გადაბარგების სურვილი თავადაც გამოხატა.

როგორც ცნობილია, კატალონიური გრანდი რაკიტიჩის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით