5 მიზეზი, რატომაც ჩემპიონთა ლიგას წელს ბარსელონა მოიგებს

27-10-2019, 23:44

კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია რაც კლუბისგან ევროსარბიელზე წარმატებას ელიან.

სავარაუდოა, რომ მათი ეს მოლოდინი მიმდინარე სეზონში დასრულდეს. ამისთვის კი არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ლეო მესის ფაქტორი. იგი ნელ-ნელა შედის ასაკში და დიდი ალბათობით, მისი ბოლო სეზონებიც უკვე ახლოვდება. შესაბამისად, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწიოს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მას კაპიტნის რანგში, ჯერ-ჯერობით, ლიგა არ მოუგია.

გარდა ამისა, ესპანურ გრანდს მიმდინარე სეზონში ისეთი შემადგენლობა ჰყავს, როგორიც ბოლო წლების მანძილზე არ ჰყოლია. თავდასხმის ხაზში უდიდეს კონკურენციას სტაბილური ნახევარდაცვაც ემატება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ შედეგის მომტანი იქნება.

მესამე ფაქტორი გახლავთ გრანდების არასტაბილურობა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მთავარმა ფავორიტებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია. დიდი ალბათობით, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონას" ფეხი არ დაუცდება, მაშინ შეძლებს სხვა გუნდების წარუმატებლობების გამოყენებას.

ამ ყველაფერს ემატება კატალონიელების ბოლოდროინდელი გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე. კლუბმა გასულ სეზონებში დასანანი და ამავდროულად მარცხები იწვნია, რაც ძალიან დიდი გამოცდილების მომტანი უნდა ყოფილიყო როგორც "ბარსასთვის", ასევე ვალვერდესთვის. ამ შეცდომების გამოსწორების შემთხვევაში კი კლუბს დიდი შანსი გაუჩნდება.

და ბოლოს, "ბარსელონას" ევროტურნირებზე ბოლო წარმატება 2014/15 წლებს უკავშირდება. მას შემდგომ კლუბის მთავარმა მოსისხლე მტერმა, მადრიდის "რეალმა" ერთბაშად სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც ფეხბურთელებისთვის ორმაგად მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს. ახლა კი უკვე დროა, რომ "ბლაუგრანამაც" დაიბრუნოს ძველი დიდება და კვლავ შეძლოს ჩემპიონთა ლიგის მოგება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით