მაურისიო პოჩეტინო: "2 დაშვებული შეცდომა და 2 გაშვებული გოლი"

28-10-2019, 02:13

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რა უნდა ვთქვა, ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა და როგორ კარგადაც არ უნდა იასპარეზო, სასურველი შედეგის მოპოვებას ვერ ახერხებ, მიუხედავად ამისა, გული არ უნდა გავიტეხოთ."

"ჩვენ მთლიანი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 2 შეცდომა დავუშვით, რასაც მეტოქის 2 გოლი მოჰყვა, ეს უბრალოდ უიღბლობაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით