პოგბა დეკემბრამდე იუქმებს

28-10-2019, 14:37

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC-ი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მოედანს დეკემბრამდე ვერ დაუბრუნდება.

აღნიშნულის შესახებ მცირე კოენტარი მანჩესტერელთა თავკაცმა ოლე გუნარ სოლსკიაერმაც გააკეთა.

"არამგონია პოგბმა დეკემბრამდე მოედანზე ვიხილოთ. მას დრო სჭირდება, ტრავმა რომ მოიშუშოს. მისი ნახვა საქმეში ალბათ დეკემბრიდან შეგვეძლება," - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ პოგბამ ზაფხულში კოჭი დაიზიანა, რაც შემდეგ მატჩებში კიდევ გაიმიზეზა და საბოლოოდ კოჭის სერიოზული ტრავმა მიიღო.

პოგბას გარეშე მოასპარეზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატში 10 ტურის შემდეგ 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით