"გენტის" თავკაცი: "ჩაკვეტაძე იმაზე ძლიერი დაგვიბრუნდება ვიდრე ოდესმე ყოფილა"

28-10-2019, 14:56

ელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტების, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

"გიორგი ფიზიკურად სწორ დონეზეა, თანდათან მზადაა ვარჯიშისთვის. დატვირთვა, დუელი შემდეგი ნაბიჯი იქნება. არ მინდა მასზე ზეწოლა მოვახდინო, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით რასაც ვხედავ".

"ჩვენ უნდა შევაფასოთ მენტალური ასპექტიც, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაკვეტაძე ძალიან ბევრს მუშაობს, რომ საჭირო დონეს დაუბრუნდეს და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო", - განაცხადა თორუპმა.

შეგახსენებთ, გიორგის აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია და სავარაუდოდ, მოედანს დეკემბერში უნდა დაუბრუნდეს



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით