ვანდა ნარა: "იკარდი "მილანში" უნდა გადასულიყო"

28-10-2019, 15:23

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევის მაურო იკარდის აგენტმა და ამავდროულად ცოლმა ვანდა ნარამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გასული სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა და იკარდის შანსები შეაფასა.

"იკარდი "მილანში" გადასვლასთან ახლოს იყო, რაც ჩვენი ოჯახისთვის უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა, გადაწყვეტილებებს მაურო იღებს და მან "პსჟ" აირჩია", - განაცხადა ვანდა ნარამ.

შეგახსენეთ, რომ მაურო იკარდიმ "ინტერი" ზაფხულში დატოვა და იჯარის წესით "პსჟ-ში" გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით