"ბაიერნში" კოვაჩის პრემიერლიგური გუნდის მწრთვნელი შეცვლის

28-10-2019, 15:46

როგორც Sport1-ი იტყობინება, მიუხენის "ბაიერნში" ნიკო კოვაჩის შემცვლელს არჩევენ. მთავარ კანდიდატად კი ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცი მაურისიო პოჩეტინო განიხილება.

წყაროს ცნობით, ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემთხვევაში, "რეკორდმაისტერი" მის შემცვლელად სწორედ არგენტინელ სპეციალისტს განიხილავს.

შეგახსენებთ, კოვაჩი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი 2018 წლის ივლისში გახდა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენურმა გრანდმა 63 მატჩი ჩაატარა, 44 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა, 7-ში კი დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით