გასპერინი: "იუვენტუსი" ჩემპიონობას დათმობს"

28-10-2019, 16:03

"ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ჩვენ იტალიის ჩემპიონობა არ შეგვიძლია. ეს "იუვენტუსს" შეუძლია მისი დათმობა".

"თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აქ "ინტერი" და "ნაპოლიც" არიან, ისევე როგორც სხვა დიდი გუნდებიც, მაგალითად, "რომა" და "მილანი".

"პირველმა 9 ტურმა გვაჩვენა, რომ როგორც ლიდერებისთვის, ასევე აუტსაიდერებისთვის ურთულესი სეზონი იქნება", - განაცხადა სპეციალიტმა.

სერია ა-ს 9 ტურის შემდეგ "ატალანტა" 20 ქულით ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და პირველადგილოსან "იუვენტუსს" 3 ქულით ჩამორჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით