მანე: "ლივერპული" ადგილია სადაც კარიერის დასრულებამდე დავრჩები"

28-10-2019, 16:24

"ტოტენჰემთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ლივერპულის" თავდამსხმელმა სადიო მანემ მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"რამდენიმე გუნდში მითამაშია, მაგრამ "ლივერპული" უნიკალურია, ეს ნამდვილი ოჯახია, სადაც ატმოსფერო ყოველთვის განსაკუთრებულია".

"ამ დიდ გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ და აქ თამაში კარიერის დასრულებამდე მსურს", - განაცხადა მანემ.

მიმდინარე სეზონში სენეგალელმა ,ჩატარებულ 13 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით