რაული: "რეალის" მწრთვნელობამდე დიდი გამოცდილების მიღება მმართებს"

28-10-2019, 17:05

ადრიდის "რეალის" ცოცხალმა ლეგენდამ რაულ გონსალესმა მედიის წარმომადგენლებთან მომავლის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ იგი ამ დროისთვის "კასტილიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იღებს გამოცდილებას.

რაული ხორხე ვალდანოს კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც მას მთავარი გუნდის თავკაცობა უწინასწარმეტყველა.

"ხორხემ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მე თავიდანვე აღვნიშნე, თუ რა მიზნით მოვდიოდი "რეალში". თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, სანამ "სამეფო კლუბს" ჩავიბარებ. ასე რომ, ამ დროისთვის მხოლოდ "კასტილიაზე" ვარ კონცენტრირებული,"– განაცხადა ესპანელმა თავდამსხმელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით