ფრენკ რიბერი დისკვალიფიცირებულია !

29-10-2019, 02:58

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ფიორენტინას" ფრანგი თავდამსხმელი, ფრენკ რიბერი, დისკვალიფიცირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 36 წლის ფეხბურთელმა, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მთავარ არბიტრს ხელი კრა, რის გამოც 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ცნობების მიხედვით, რიბერი 50 000 ევროთიც დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "ფიორენტინაში", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის "ბაიერნიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით