ბუფონი: "სწორედ ამიტომ წავედი პარიზში"

29-10-2019, 03:01

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა კიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონიმ პარიზში გადაბარგების მიზეზები გაამხილა.

"პარიზში იმიტომ წავედი, რომ არ შემეძლო უარი მეთქვა იმ პროექტზე, რასაც ეს კლუბი მთავაზობდა."

"გარდა ამისა, მესვეურებმა ისეთი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაზეც უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ამ მიზეზებით გადავედი "პსჟში."

"ყველაფერთან ერთად მსურდა, რომ ახალი ცხოვრების სტილი გამეგო პარიზის სახით და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მე დამეხმარა." - აცხადებს ბუფონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით