გვარდიოლა: "მესისთან პირველი შეხვედრისას სწორედ ეს ვიფიქრე"

29-10-2019, 03:05

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა და მანჩესტერ "სიტის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ლეო მესისთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

"ერთ-ერთმა პირმა აკადემიიდან წინასწარ გამაფრთხილა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი მოდიოდა სკოლიდან."

"მან მითხრა, რომ ეს ბავშვი პატარა იყო, თუმცა, შეეძლო დრიბლინგი და გოლების გატანა ყველაზე უკეთ."

"პირველად ნაიკის მაღაზიაში შევხვდი მამამისთან ერთად და ის ისეთი პატარა იყო ვიფიქრე, ნამდვილად ასეთი კარგია თუ არა."

"ამის შემდგომ ჩვენ 2008 წლის პრე-სეზონი გვქონდა, სადაც მესი, ყველაფერზე ერთი თავით მაღლა იდგა." - იხსენებს პეპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით