"ბარსელონას" რადარზე რაშფორდი და კეინი გამოჩნდნენ !

29-10-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" სატრანსფერო რადარზე 2 ინგლისელი თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი და ჰარი კეინი გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევებს შორის არჩევანს "ბლაუგრანა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გააკეთებს.

ცნობების მიხედვით, "ბარსელონამ" ამ პროექტისთვის ფინანსების სახით, 125 მილიონი ევრო გამოყო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის გადაბირებითაა დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით