პეპ გვარდიოლა: "ჩვენი მეტოქეების ბრძოლისუნარიანობა უფრო და უფრო და გაიზრდება"

29-10-2019, 13:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, მის გუნდზე საუბრობს:

"გვინდა ეს თუ არა, სეზონის მსვლელობასთან ერთად, უამრავი კლუბი დაიწყებს ფორმაში შესვლას და რელეგაციის ზონაში მყოფებიც კი, გრანდებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან."

"წაგება არავის სურს, ამიტომაც ჩვენი მეტოქეების დონე თანდათანობით უფრო და უფრო გაიზრდება, შესაბამისად ახლა ყველაზე მეტად, ყურადღება გვმართებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ დაპირისპირებაში, "ასტონ ვილა" დაამარცხა ანგარიშით 3:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით