ვიდალი: "ბარსელონა" ჩემი გუნდი არ არის"

29-10-2019, 14:42

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის არტურო ვიდალის გარშემო არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ერთი ცნობით, ვიდალი "ინტერში" მიდის, რაგდან ის  კონტეს სურს. ასევე იწერება ისიც, რომ ჩილელი ფეხბურთელი ტურინის"იუვენტუსში" დაბრუნდება.

აღნიშულის შესახებ თავად ვიდალიმ ისაუბრა.

"ჩემთვის ძალიან რთული სეზონია და ვფიქრობ, რომ იქ სადაც ვარ ჩემი ადგილი არ არის".

"ბევრს ვმუშაობ, რომ გუნდი არ დავტოვო და სეზონის მიზნებს მივაღწიო. მაგრამ ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის შეცვლას და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვცდილობ".

"კონტე? მასთან ბევრი ლამაზი მომენტი მაკავშირებს. მისი დახმარებით კარიერაში დიდი ნახტომი გავაკეთე და ერთ-ერთი საუკეთესო გავხდი. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა და თუ მწვრთნელი გენდობა, გეხმარება, რომ თამაში ბევრად გააუმჯობესო", - თქვა ვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე არტურო ვიდალთან ერთად 2011-2014 წლებში ტურინის "იუვენტუსში" მუშაობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით