აზარი: "რეალში" გადმოსვლა ბევრად ადრე გადავწტყვტე"

29-10-2019, 15:38

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა მედიის წარმომადგენლებთან "სამეფო კლუბში" ტრანსფრის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს "რეალის" ნაწილი მქვია. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში".

"გადაწყვეტილება უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მქონდა მიღებული, ჩემს თავს ვუთხარი, რომ "რეალში" უნდა წავსულიყავი, მაგრამ შემდეგ ამის გაკეთება შეუძლებელი გახდა და "ჩელსიში" კიდევ ერთი წელი დავრჩი, რამაც ჩემი გაყიდვა კიდევ უფრო გაადვილა".

"ფლორენტინო პერესთან და ლუკა მოდრიჩთან ვისაუბრე, ყველას უნდოდა "რეალში" გადავსულიყავი და როგორც იქნა, ახლა აქ ვარ", - განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით