დროგბა: "ოქროს ბურთი" მას ეკუთვნის"

29-10-2019, 16:07

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ვარსკვლავმა დიდიე დროგბამ "ოქროს ბურთის" კანდიდატები მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შეაფასა.

"ჩემი ფავორიტი სადიო მანეა. აფრიკის ერთა თასზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ის შეუდარებელი იყო. რასაც ის პრემიერლიგაში აკეთებს, ბევრს არ შეუძლია. ცხადია, რომ ცოტა ხანში ის ჟორჟ ვეასაც დაჩრდილავს".

"ისე ბევრი აფრიკელი ფეხბურთელია გამორჩეული. საწყენი ის არის, მათ ყველას აფრიკელებად მოიხსენიებენ და არა კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლად. ჩვენ არასოდეს ვიტყოდით, რომ მბაპე ევროპელია. დავაკონკრეტებდით, რომ ის ფრანგია", - განაცხადა დროგბამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით