გვარდიოლა: "ერთად ყველაფრის მოგება შეგვეძლო"

29-10-2019, 16:38

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ ლეო მესისთან გატარებული სამუშაო დრო გაიხსენა.

"მის გაცნობამდე რამდენიმე ფეხბურთელმა მითხრა, რომ ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თანაც ყველაზე პატარა, მაგრამ ბევრი გოლის გატანა შეეძლო და წარმოუდგენელი დრიბლინგი ახასიათებდა. მას ჯერ კიდევ არ ვიცნობდი, პირველად ელ პრატის აეროპორტში Nike-ს მაღაზიაში ვნახე, დავინახე პატარა, მორცხვი ბიჭი და გავიფიქრე: "ესაა ის ფეხბურთელი, რომელზეც მელაპარაკებოდნენ"?

"პრესეზონი შოტლანდიაში დავიწყეთ და 6:1 თუ 5:0 მოვიგეთ, მესიმ სამი გოლი გაიტანა. მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერს მოვიგებდით", - უთხრა გვარდიოლამ Catalunya Radio-ს.

2008-2009 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი შეასრულა. "ბარსელონამ" კი მართლაც ყველაფერი მოიგო და ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით