რონალდომ ახალგაზრდულ გუნდს საჩუქარი გაუკეთა

29-10-2019, 19:59

ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საჩუქარი გაუკეთა.

პორტუგალიის 17-წლამდელ გოგონათა გუნდმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. მილოცვის მიზნით კი კრისტიანომ გუნდის თითოეულ მოთამაშეს ნაიკის მერკურიალის მოდელის ბუცები გაუგზავნა.

"როდესაც ბავშვი ვიყავი, ვოცნებობდი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხმდარიყავი. ჩემი ოცნების ასასრულებლად ყველაფერს ვაკეთებდი, დავდიოდი სპორტ დარბაზში, ვვარჯიშობდი ყოველდღიურად."

"მნიშვნელობა არ აქვს, რას ისახავ მიზნად. მთავარია, რომ მის მისაღწევად შრომა არასდროს შეწყვიტო. გილოცავთ ელიტ რაუნდში გასვლას და გირჩევთ, რომ მუდამ შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად იმუშაოთ." - მიმართა რონალდომ ახალგაზრდა პორტუგალიელებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით