ბეილი: "ფეხბურთი ძველებურად არ მაინტერესებს"

29-10-2019, 22:21

მადრიდის "რეალის" უელსელმა გარემარბმა, გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ მას ფეხბურთი ძველებურად აღარ აინტერესებს.

"ტელეფონს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მას მხოლოდ ჩემს მეგობრებთან და აგენტთან საკონტაქტოდ ვიყენებ."

"პოლიტიკა დიდად არ მაინტერესებს. რაც შეეხება სამომავლო ინვესტიციებს, მას კონსულტანციების გავლის შემდგომ ვანხორციელებ."

"კარიერის დამთავრებაზე ჯერ არ ვფიქრობ, თუმცა, უვკე 30 წლის ვარ და ლოგიკურია, რომ ფეხბურთი ძველებურად აღარ მიზიდავს."

"როდესაც 17 წლის ხარ, ერთადერთი შენი სურვილი ფეხბურთის თამაშია. თუმცა, ჩემს ასაკში სხვა ღირებულებებიც შემოდის ცხოვრებაში." - აცხადებს ბეილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით