ვიდალი "ბარსელონაში" უკმაყოფილოა

29-10-2019, 22:32

კატალონიის "ბარსელონას" რიგებში არეულობაა.

მოგეხსენებათ, ივან რაკიტიჩი გუნდიდან წასვლას გეგმავს, რადგან მას სასტარტო შემადგენლობაში შანსი არ ეძლევა. უკმაყოფილო ფეხბურთელთა რიგებს კი კიდევ ერთი ნახევარმცველი შეუერთდა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, არტურო ვიდალს არ მოსწონს მისი სათამაშო დროის სიმცირე. ის უკვე ესაუბრა ერნესტო ვალვერდეს აღნიშნულ თემაზე.

წყაროს ცნობით, ვეტერანი ჩილელი არ აპირებს გუნდიდან წასვლას, მაგრამ, მას სურს რომ უფრო დიდი დრო გაატაროს მინდორზე. სხვა შემთხვევაში ის ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით